კომისიამ ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ განცხადების საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზია გააუქმა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა.
კომპანიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიის 2008 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიიღო და მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით იყო განსაზღვრული, თუმცა, კომპანიის განცხადებით, ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ გარკვეული პრობლემების გამო ვერ უზრუნველყოფდა პრაქტიკულ საქმიანობას განხორციელებას, რის გამოც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.