წვდომის მენიუ

მარტი 18, 2016 18:00

კომისიამ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ („აფხაზეთის ხმა“) კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ („აფხაზეთის ხმა“) კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ („აფხაზეთის ხმა“)  ეთერში, ადგილი ჰქონდა  სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევას.

ასევე კომპანიას „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ (სპორტული ბლოკის) წამყვანის დიმა ობოლაძის მონაწილეობით   ,,კრისტალბეთის” სარეკლამო რგოლი ჰქონდა განთავსებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია  პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება  და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ასევე, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგიში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები