ნოემბერი 02, 2015 13:50

კომისიამ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „მომავლის რეკლამა“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „მომავლის რეკლამა“ წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „მომავლის რეკლამას“, რადიო „დარდიმანდს“ სანქცია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის გამო დააკისრა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად ორივე კომპანიას - ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები