ნოემბერი 20, 2015 18:21

კომისიამ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის N1022 განკარგულებით არის შექმნილი, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით ე.წ. ინოცავიური დაფინანსების მექანიზმების საშუალებით ალტერნატიული (არასაბიუჯეტი) რესურსების მობილიზაციაა და საქართველოში მცხოვრები სოციალურად  დაუცველი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ოჯახების დახმარებაა. ფონდმა დახმარება უკვე 115 მდე პირს გაუწია.

საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ფონდმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართა შპს „ტელეიმედს“  ფონდის საქმიანობის შესახებ დამზადებული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსების თხოვნით. თუმცა, შპს „ტელეიმედმა“ სარეკლამო რგოლს სოციალური რეკლამის სტატუსი არ მიანიჭა და ეთერში უსასყიდლოდ არ განათავსა.  სწორედ, „ტელეიმედის“ ეს გადაწყვეტილება გახადა სადავო ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიიღო წარმოებაში ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე ცაინიშნა. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები