წვდომის მენიუ

აგვისტო 09, 2018 20:00

კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ 3132 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა. „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ანთავსებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იდენტური დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტის“ მიმართ კომისიას გამოყენებული აქვს წერილობითი გაფრთხილება, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმეორებით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები