ოქტომბერი 03, 2014 17:47

კომისიამ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში ცვლილებები და დამატებები შეიტანა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში ცვლილება შეიტანა.

შეიცვალა მომსახურების ტარიფების გაანგარიშებისას  გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების WACC-ის ოდენობის განსაზღვრის წესი  და დატვირთული კაპიტალის ღირებულების გაანგარიშების ფორმულა.

აღნიშნული ცვლილებით WACC რეგულირებადი საქმიანობისთვის უნდა დადგინდეს კომისიის გადაწყვეტილებით, ამასთან WACC-ის გაანგარიშების მიზნებისთვის,  კომისიას შეუძლია ისარგებლოს საკონსულტაციო ან აუდიტორულ  კომპანიის მომსახურებით.

2006 წლის 20 აპრილის  N 5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ  წესებს“  დაემატა 211-ე მუხლი, სადაც განისაზღვრა ძირითადი დატვირთული კაპიტალის მომსახურების სახეებზე განაწილების წესები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები