წვდომის მენიუ

მარტი 29, 2016 16:26

კომისიამ „CSR კლუბის“ ორგანიზებულ შეხვედრაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარშემო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ და კომისიის აპარატის წარმომადგენლებმა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა სასატუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა და „CSR კლუბის“ წევრების გარდა, სამაუწყებლო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ.

განხილვის თემა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული რეკლამის, სპონსორობის და პროდუქტის გათავსების (Product Placement) რეგულაციების განმარტება იყო. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს, შეფასდა კანონში განხორციელებული ცვლილებები და განიმარტა დღეს მოქმედი კანონის ნორმები, ასევე საზოგადოებას მაუწყებელთა   სარეკლამო შემოსავლების შესახებ უახლესი მონაცემები წარედგინა.

მნიშვნელოვანი განხილვის საკითხი იყო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გაშუქების პრაქტიკა და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც სამოცდაათამდე კერძო კომპანიას აერთიანებს,სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები