წვდომის მენიუ

ივლისი 04, 2016 11:17

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ოთხი იურიდიული პირი წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები შპს „NEO-NET“,  შპს ,,ბადაგი“,  შპს „ა+ბ“ და შპს „საქართველოს ტელეკომი“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის  და სადამფუძნებლო დოკუმენატციაში კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ცვლილებების გამო წერილობით გააფრთხილა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი დირექტორის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას შვიდი დღის ვადაში აცნობოს, ხოლო წილის გასხვისების შემთხვევაში, ტრანზაქციის განხორციელების თაობაზე კომისიის წინასწარი თანხმობა მოიპოვოს.

ზემოთხსენებულმა კომპანიებმა კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით განახორციელეს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები, რიგ შემთხვევაში კი კომპანიის დირექტორის ცვლილების თაობაზე არ აცნობეს კომისიას.

კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები