წვდომის მენიუ

ივნისი 21, 2016 11:35

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები შპს „NEO.NET“,  შპს ,,iConnect“,  შპს „იუ ლუქი“ და შპს „გეოტელემედია“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის  და სადამფუძნებლო დოკუმენატციაში კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ცვლილებების გამო წერილობით გააფრთხილა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი დირექტორის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას შვიდი დღის ვადაში აცნობოს, ხოლო წილის გასხვისების შემთხვევაში, ტრანზაქციის განხორციელების თაობაზე კომისიის წინასწარი თანხმობა მოიპოვოს.

კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები