წვდომის მენიუ

სექტემბერი 22, 2017 15:46

კომისიამ ერთი ავტორიზებული პირი წერილობით გააფრთხილა, ხუთი ავტორიზებული პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ქართული-ტვ“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „icom აიქომ“-ის, ი/მ „ალექსანდრე მიქაძის“, შპს „ფასტ ნეტის“, შპს „ვიფი ლინესის“ და შპს „აილინკის“ მიმართ სანქციის დაკისრებით მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

კომისია ექვსივე კომპანიას ფინანსური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის ვადების დარღვევას ედავებოდა. სანქციის დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „icom აიქომმა“, ი/მ „ალექსანდრე მიქაძემ“, შპს „ფასტ ნეტმა“, შპს „ვიფი ლინესმა“ და შპს „აილინკმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად წარმოუდგინეს კომისიას, შესაბამისად, წარმოება შეწყდა.

რაც შეეხება შპს „ქართული-ტვ“-ს, კომპანია წერილობით გაფრთხილდა და 10 სამუშაო დღის ვადაში   2014 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების, 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების, ასევე 2017 წლის იანვრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმების კომისიაში წარმოდგენა დაევალა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები