აგვისტო 26, 2013

კომისიამ ე.წ „Must Carry“-ს ტექნიკური მონაცემები დაამტკიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას (ე.წ. Must Carry ვალდებულების შესრულება) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის (საკაბელო ოპერატორის)  მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები დაამტკიცა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო ოპერატორებს) სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება, ე.წ „Must Carry“-ს ვალდებულება დაეკისრათ. კერძოდ, საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებელის, სათემო მაუწყებელის, ყველა საერთო ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, რომელიც მათი მომსახურების ზონაში ახორციელებენ მაუწყებლობას ( თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებელის მომსახურების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა), და ასევე, იმ კერძო საერთო საეთერო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების, რომელთა მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 20% მეტისთვის, უზრუნველყონ სავალდებულო ტრანზიტი, ე.წ „Must Carry“ .

ამავე კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას (ე.წ. Must Carry ვალდებულების შესრულება) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის (საკაბელო ოპერატორის)  მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცება დაევალა.

კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმნოების ფარგლებში ჩამოაყალიბაა დადგენილების პროექტი, რომელის ხელმისაწვდომი იყო, ყველა დაინტერესებული პირისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვედზე.  დოკუმენტის საჯარო განხილვის, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების (საკაბელო ოპერატორების) უშუალო მონაწილეობით შემუშავდა დადგენილების საბოლოო ვარიანტი,რომელიც ამავე დროს, შეთანხმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.

თანდართულ დოკუმენტად, გთხოვთ იხილოთ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები