წვდომის მენიუ

ნოემბერი 09, 2016 12:32

კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად  ორი  აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონზე გამოტანილია 2100 მგჰ სიხშირულ დიაპაზონში ორი -  2x5 მგჰ სიხშირული ზოლი. აუქციონში რესურსით სარგებლობის თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 6  904 704 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე -  345 235 ლარს.

საქართველოს კომუნუიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონში მონაწილეთა საბუთების მიღება მიმდინარე წლის 8 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს.  სააუქციონო სხდომა 2016 წლის 23 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

იხილეთ კომისიის გადაწყვეტილება

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები