წვდომის მენიუ

აპრილი 26, 2017 16:24

კომისიამ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორები წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად ცნობილი მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ კომისიის გადაწყვეტილების დარღვევის საკითხი განიხილა.

კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ (ბილაინი) მსგავსად, სს „სილქნეტმა“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“, შპს ივერია ქსელებმა , შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები დაარღვიეს, რადგან კომისიაში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონთან და კომისიის გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მოწვევის ოფერტა წარმოადგინეს (მომსახურების პირობები). კომისიამ, როგორც სამივე მობილურ ოპერატორს, ასევე ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ოპერატორებსაც წერილობით აცნობა აღნიშნულის შესახებ, თუმცა კომისიაში ხელმეორედ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტები კვლავ შეუსაბამო იყო მოქმედ კანონმდებლობასთან.

„ელეტქრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით და კომისიის გადაწყვეტილებით ზემოთხსენებული  ოპერატორების ნაწილი მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და ნაწილი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ცნობილნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მფლობელ ოპერატორებად და მათზე დაკისრებულია სპეციფიური ვალდებულებები:  ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

რვავე კომპანიას დაევალა კომისიის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონთან და კომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტის წარმოდგენა კომისიაში (მომსახურების პირობები) და  გამოქვეყნება.

 თითოეულ კომპანიაზე სანქციის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გევრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები