ნოემბერი 09, 2015 11:50

კომისიამ ინდ. მეწარმე „რაფაელ რაფაელიანი POLYTRON GEORGIA“ 3000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინდ. მეწარმე „რაფაელ რაფაელიან POLYTRON GEORGIA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას კანონით გათვალისწინებული მინიმალური 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე „რაფაელ რაფაელიან POLYTRON GEORGIA“, რომელიც არის ავტორიზებული პირი, არ ასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, წარმოდგენილი არ აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისი დარღვევის გამო, კომპანიაზე უკვე იყო გაცემული წერილობითი გაფრთხილება და 10 დღის სამუშაო ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. ვინაიდან კომპანიამ არ განახორციელა მასზე დაკისრებული შესაბამისი ქმედებები, იგივე დარღვევების გამო, კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები