დეკემბერი 04, 2014 14:49

კომისიამ ინფორმაციის თავისუფლების ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

ანგარიშში, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე, კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული კორესპონდენციაა თავმოყრილი. ამ პერიოდში სულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე  292  წერილი.

წერილების ძირითადი ნაწილი შემდეგ ინფორმაციის მოთხოვნას ეხებოდა: კომისიის სხდომების ოქმების, ოქმების ამონაწერების, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ლიცენზიების, ავტორიზაციის მოწმობების დამოწმებული ასლები, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, სხვადასხვა სახის ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელ, ავტორიზებულ და კომისიაში დასაქმებულ პირებთან,  აგრეთვე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, სტატისტიკური მონაცემები და სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში შემოსული 292 წერილიდან ანგარიშის მომზადების მომენტისთვის (2014 წლის 1 დეკემბერი) პასუხგაცემული იყო 276 წერილი, ხოლო თექვსმეტი წერილი პასუხის გაცემის მიზნით კანონით გათვალისწინებულ ვადებში კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტებს წარმოებაში ერიცხებათ. კომისიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ 74 ცნობა, ჩატარებულია 49 ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლებზეც კომისიამ 85 საკითხი განიხილა. კომისიის სხდომები საჯაროა და მათზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატიურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც. 

ასევე, 2014 წლის 06 მაისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ შევიდა ცვლილება და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. ამ წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი - www.gncc.ge).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები