წვდომის მენიუ

ივნისი 02, 2017 11:04

კომისიამ ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „GUDA.TV“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „GUDA.TV“ წერილობით გააფრთხილა.

კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს -  „იმედი“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქ-უნივერსალი“, „ობიექტი“ და „მაესტრო“, შესაბამისი ნებრათვისა და ლიცენზიის გარეშე გადასცემდა.

საკითხის განხილვის სხდომაზე მოწვეული იყო კომპანიის წარმომადგენელი, კომისიამ ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია მოისმინა და მიიჩნია, რომ  შპს „GUDA.TV“-მ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით,  იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები