წვდომის მენიუ

დეკემბერი 20, 2017 13:47

კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ მუშაობა დაიწყო.

აღნიშნული წესის მიხედვით, ინტერნეტ-მომსახურების ისეთი პარამეტრების გაზომვა უნდა მოხდეს როგორიცაა: ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიჩქარე, დაყოვნება, ჯიტერი, დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი. სპეციალური პროგრამული აპლიკაციის საშუალებით და დადგენილი პარამეტების მიხედვით, მომხმარებელი შეძლებს შეამოწმოს ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი და შეადაროს მომსახურების მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილ პარამეტრებს. ასევე, კომისიის აპარატს ექნება საშუალება, დამოუკიდებლად, პორტაბელური მოწყობილობებისა და შესაბამისი პროგრამული აპლიკაციების დახმარებით, გაზომოს კონკრეტული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი ფიზიკური აბონენტის ქსელში საქართველოს ნებისმიერ წერტილში. როგორც მომხმარებლის, ასევე კომისიის აპარატის მიერ მიღებული გაზომვის ყველა შედეგი, ერთიან მონაცემთა ბაზაში მოხვდება.   

ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის სისტემის შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც კომისიის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  ვებ-გვერდზე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები