წვდომის მენიუ

თებერვალი 23, 2018 16:46

კომისიამ ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. კომისიის წევრმა მერაბ ქათამაძემ ლატვიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ბორდის წევრები მიიღო. მხარეებმა ერთმანეთს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის, ასევე ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების საკითხებს.

მხარეებმა გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობის მხადყოფნა ერთობლივი საერთაშორისო პროექტებისა და რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის მიმართულებით. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები