წვდომის მენიუ

ნოემბერი 21, 2017 10:01

კომისიამ მაკედონიის რესპუბლიკის (FYROM) ელექტრონული კომუნიკაციების ოფისთან (AEK) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მაკედონიის რესპუბლიკის (FYROM) ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს (AEK) შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ და AEK-ის დირექტორმა საშო დიმიტრიოსკიმ მოაწერეს.

მხარეებს შორის შემდგარ შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩართვის წერტილის (IXP) ინიცირებასა და ფორმირებაზე მაკედონიის გამოცდილება. ასევე, გაცნობილ იქნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ყოველწლიური გადასახადის ოდენობის კალკულაციის მეთოდოლოგიის მაკედონიის მოდელი. ქართულმა მხარემ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო პლატფორმაზე ღია საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ღირებულების მაკედონიის მოდელის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით მხარეების ექსპერტები ითანამშრომლებენ.

აღნიშნული შეხვედრისას AEK-ის კომუნიკაციებისა და რადიოსიხშირული მონიტორინგის სფეროში კურატორმა იგორ ბოიადიევმა წარმოადგინა პრეზენტაცია მობილური ქსელების მულტიპლექს პლატფორმით გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის თაობაზე (ნორმატიული ბაზა, მეთოდოლოგია, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა) და  მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან აღნიშნული მონიტორინგის სისტემის იმპლემენტაციის სურვილის შემთხვევაში, მაკედონიის მხარის სრულად ჩართულობის თაობაზე.

შეხვედრისას მხარეების მიერ ასევე განხილულ იქნა ბალკანეთის 4 ქვეყნის (მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთი, მონტენეგრო და ბოსნია-ჰერცეგოვინა) როუმინგთან დაკავშირებით გაფორმებულ ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესაძლებლობის პერსპექტივაც. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები