წვდომის მენიუ

აპრილი 18, 2016 14:17

კომისიამ მაუწყებლკობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „ტვ-ვაზი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს ,,ტვ-ვაზი” გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა.

შპს ,,ტვ-ვაზი” სატელევიზიო არხებს - ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” და „ენკი-ბენკი“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადასცემდა.

კომისიამ საკითხის არსებითად შესწავლის პროცესში მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფის და საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით,  იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები