წვდომის მენიუ

ივნისი 24, 2016 12:40

კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „ა+ბ“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს „ა+ბ“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

კომპანია სამაუწყებლო არხებს 1.„ტვ პირველი“,  2. „Кинохит“, 3.„МИР”, 4. „Дом Кино“, 5. „ТНТ“, 6. „Сарафан“, 7. „Россия К”, 8. „IDM zerbaijan”, 9. „Шансон ТВ”, 10. „მაესტრო“, 11. „History”, 12. „იმედი“, 13. „რუსთავი 2“, 14. „კომედი არხი“, 15. „Охота и Рибалка”, 16. „ერთსულოვნება“, 17. „IDX“, 18. „RTVi”, 19. „Viasat Sport”, 20. „ენკი ბენკი”, 21. „Viasat Nature”,  22. „სილქ უნივერსალი“, 23. „Кухня ТВ“, 24. „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, 25. „Детский Мир“, 26. „რ.ბ.ჯ.“, 27. „Discoevry”, 28. „ქართული არხი“, 29. „ობიექტივი”, 30. „კავკასია“, 31. „Discovery Science“, 32. „ტაბულა“, 33. „მარაო“,  34. „TV3”(რუსული),  35. „GDS”, 36.  „აჭარა”,  37. „РВК”,  38. „იბერია“ შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე ავრცელებდა.

კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ შპს „ა+ბ“დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით,  იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები