დეკემბერი 16, 2013

კომისიამ მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფი დაადგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევა-ანალიზის შემდეგ მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. ახალი ტარიფი სამ მობილურ ოპერატორს „მაგთიკომს“, „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ დაუწესდა.

კომისიის გადაწყვეტილებით ტარიფი ეტაპობრივად ორი წლის განმავლობაში ექვს თვეში ერთხელ დაიწევს და საბოლოოდ 3.5 თეთრის ნიშნულამდე ჩამოვა. სქემა კი შემდეგია:

კომპანიის დასახელება

2014 წლის 1 მარტიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

2014 წლის 1 სექტემბრიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

2015 წლის 1 მარტიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

2015 წლის 1 სექტემბრიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით

შპს „მაგთიკომი“

6

5

4

3.5

შპს „ჯეოსელი“

6

5

4

3.5

შპს „მობიტელი“

7

5

4

3.5

შეგახსენებთ, დღეს მობილური ოპერატორებისთვის საბითუმო ბაზარზე ურთიერთჩართვის შემდეგი ზედა ზღვრული ტარიფი მოქმედებს, „მაგთიკომისთვის“ და „ჯეოსელისთვის“ ერთი წუთის ღირებულება 8 თეთრის ოდენობით, ხოლო „ბილაინისთვის“ 11 თეთრის ოდენობით. დღეს მოქმედი ზედა ზღვრული ტარიფი კომისიამ 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად უფლებამოსიალია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები. კომისიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მაშტაბური კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად არაერთხელ გადახედა მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს და 22.8 თეთრიდან ეტაპობრივად 3.5 თეთრამდე ამცირებს.

სამივე მობილურ ოპერატორს კომისიის გადაწყვეტილებით ახალი ურთიერთჩართვის ტარიფის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე საკუთარ ვებგვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც დაევალათ.

კომისიის გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები