წვდომის მენიუ

მარტი 10, 2017 13:01

კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებრთვა გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გასცა.

 შპს „ფლაი ტივიმ“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - ინდექსზე: 286 00 00 - 286 09 99,  სულ 1 000 (ათასი) სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის მიიღო. რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიულო ზონა ქ. თბილისია.

სს ”სილქნეტმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - ინდექსზე: 800 900 980 – 800 900 999, სულ 20 (ოცი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის აიღო. რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორივე ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები