აპრილი 11, 2014

კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ხუთი ნებრთვა გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ხუთი ნებართვა გაიცა.

შპს ”ლაგმა” სულ 100 (ასი)  სააბონენტო ნომერი ქ. თბილისში (242 50 XX) ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად აიღო.

 შპს „კავკასუს ონლაინმა“ სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი (200 XXX) ქ. ქუთაისში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად აიღო.

სს „სილქნეტმა“ სულ 3503 (სამი ათასხუთას სამი) სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში აიღო:

1.     ქ. თბილისი  (995 32 2100XXX) - 1  სააბონენტო ნომერი;

2.     ახმეტის მუნიციპალიტეტი   (995 349 221XXX)- 448 სააბონენტო ნომერი;

3.    თელავის მუნიციპალიტეტი    (995 350 233XXX)- 160 სააბონენტო ნომერი; (995 350 279XXX) – 804 სააბონენტო ნომერი;

4.     ბოლნისის მუნიციპალიტეტი (995 358 223XXX )- 824 სააბონენტო ნომერი;

5.     გარდაბანის მუნიციპალიტეტი (995 372 220XXX)- 887 სააბონენტო ნომერი;

6.      ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (995 433 221XXX)- 148 სააბონენტო ნომერი;

7.    ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (995 492 257XXX)- 231 სააბონენტო ნომერი.

შპს ”მაგთიკომმა” ნუმერაციის რესურსი 1-0-1-0 (ერთი--ნული-ერთი-ნული) საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა”  სულ 1900 (ათას ცხრაასი)  სააბონენტო ნომერი (242 51 XX-242 6X XX)  ქ. თბილისში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად აიღო.

კომისიის მიერ დღეს გაცემული ხუთივე ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები