წვდომის მენიუ

დეკემბერი 26, 2016 13:34

კომისიამ ორ ავტორიზებულ პირზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის  22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ახალი ნებართვები გასცა.

შპს ,,ფლაი ტივიმ”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - ნუმერაციის რესურსი: 706 130 000-706 134 999 (სულ ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს „ინტელ ფონმა  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - ნუმერაციის რესურსი: 204 5X XX - 204 9X XX, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა დედაქალაქია, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

კომისიის ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები