წვდომის მენიუ

ივნისი 23, 2017 13:08

კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განცხადების საფუძველზე FM 97,3-ზე  კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათიანი მაუწყებლობა უზრუნველყოს და სულ მცირე ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით იმაუწყებლოს.

ასევე, კომისიამ შპს „მომავლის რეკლამის“ და შპს „მედ ეფ ემმის“ განცხადების საფუძველზე FM 93,7-ზე  კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოაცხადა კონკურსი. საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათი იმაუწყებლოს.

ლიცენზიის მაძიებლების განაცხადების მიღება ორივე კონკურსზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 24 ივლისის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსების მოსამზადებელი სხდომები, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება ამავე წლის 27 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა 24 აგვისტოს 13:00 საათზე ჩატარდება, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციებთან დაკავშირებით დასკვნებს გამოაქვეყნებს. საკონკურსო სხდომა კი, სადაც კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს 31 აგვისტო 13:00 საათზე გაიმართება.

კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები