წვდომის მენიუ

აგვისტო 30, 2017 11:35

კომისიამ ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომები გამართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა.

საჯარო სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შედარებითი ანლაზი წარმოადგინა. კონკურსანტებს კითხვები კომისიის წევრებმაც დაუსვეს.

შეგახსენებთ, კომისიამ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განცხადებების საფუძველზე FM 97,3-ზე  კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოაცხადა კონკურსი. საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათიანი მაუწყებლობა უზრუნველყოს და სულ მცირე ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით იმაუწყებლოს. შპს „მედ ეფ ემმის“ განცხადების საფუძველზე FM 93,7-ზე  კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოაცხადა კონკურსი. ამ შემთხვევაშიც, საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათი იმაუწყებლოს.

საკონკურსო სხდომა სადაც კომისია ორივე კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს დაასახელებს 2017 წლის 31 აგვისტო 13:00 საათზე გაიმართება.

კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები და კონკურსანტთა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები