წვდომის მენიუ

მაისი 06, 2016 12:53

კომისიამ „რადიო დარდიმანდი“ კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მომავლის რეკლამის“  კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით - „რადიო დარდიმანდი“ კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „რადიო დარდიმანდი“ ეთერში  სასპონსორო ბლოკებში („ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია“, ლიმონათი „ჰერეთი“, „ხაშის სახლი“,ონლაინ კაზინო „tbilisibet.com“) საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ჰქონდა ადგილი ,რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია  პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება  და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები