ნოემბერი 09, 2015 11:49

კომისიამ რადიო კომპანია შპს „პირველი რადიო“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის, ასევე NB79 და NB 45 სალიცენზიო დავალიანების გადაუხდელობის გამო (13,403.25 ლარი) შპს „პირველი რადიო“  წერილობით გააფრთხილა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად, ასევე სალიცენზიო დავალიანების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხად, კომპანიას ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

 

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები