მაისი 19, 2014

კომისიამ რადიომაუწყებლობის ექვსი ახალი ლიცენზია გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს რადიომაუწყებლობის კონკურსი გაიმართა.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში სამი კომპანია შპს „ნიუკომი“, შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ და შპს „ევროპა პლუს თბილისი“ მონაწილეობდა.

რადიომაუწყებლობის კონკურსის შედეგები ასეთია:

შპს „ნიუკომი“ ქ. ბოლნისში (FM 101.5) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებულად.

შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ ქ. ბათუმში (FM 102.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდა.

შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ კი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიები შემდეგ ქალაქებში აიღო, ქ. ბათუმში ( FM 90.9), ქ. დმანისში (FM 103.8), ქ. ფოთში (FM 102.1) და ქ. ხაშურში (FM 102.3) .

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად ექვსი კონკურსი 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები