წვდომის მენიუ

აპრილი 18, 2017 18:57

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში ქ. თბილისსა და ქ. გორში გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით დედაქალაქში საერთო და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად  ორი კონკურსი გამოაცხადა, ქ. გორში კი კონკურსზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ერთი ლიცენზია გამოიტანა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად   შპს “MS Group” გამოცხადდა. კომპანიამ ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა (90.2FM) დიაპაზონში მაუწყებლობა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში უნდა დაიწყოს.

კომისიამ დედაქალაქში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა, რადგან განაცხადები კონკურსში მონაწილეობის თაობაზე არ დარეგისტრირებულა.

ქ. გორში კი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ გამოვლინდა. კომპანიამ ქ. გორში მეტრულ ტალღათა (97.3FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში უნდა დაიწყოს.

კომისიის სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები