წვდომის მენიუ

თებერვალი 24, 2017 18:59

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად ოთხი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად ოთხი კონკურსი გამოცხადდა.

ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით  განცხადებთ შპს „ჩვენმა რადიომ“ მიმართა კომისიას.  კონკურსზე FM ტალღათა დიაპაზონში 93.9 მჰც  სიხშირეა გამოტანილი. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის 8 100 ლარს გადაიხდის.

ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადების მოთხოვნით კომისიას შპს „ჩვენმა რადიომ“ და შპს „ახალმა მედია ჯგუფმა“ მიმართა. ქ. ბათუმში FM ტალღათა დიაპაზონში 95.3 მჰც  სიხშირის ღირებულება 8100 ლარს შეადგენს.

ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა FM 99.1  დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით კომისიას შპს „ჩვენმა რადიომ“ მიმართა. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულება 6 075 ლარი შეადგინა.

ქ. მარტვილში მეტრულ ტალღათა FM 93,5  დიაპაზონში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება ი/მ ”აკაკი შველიძემ“ მოითხოვა. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასურის 1 077 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ოთხივე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა დოკუმენტაციის მიღება კომისიაში მიმდინარე წლის 23 მარტის 17:00 საათამდე გაგრძელდება. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება ამავე წლის 28 მარტს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება კონკურსანტთა სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე 2017 წლის 27 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება. კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები 2017 წლის 2 მაისს 13:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე დასახელდება.

კომისიის ოთხივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები