ნოემბერი 06, 2015 12:24

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსები გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონებში კერძო (საერთო) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსების გამოაცხადების თაობაზე.

კერძო (საერთო) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა შემდეგი კომპანიების განაცხადების შესაბამისად:

  • შპს „მედია ჯგუფი“ - ქ. ახალქალაქი, 106.2 მჰც;  
  • შპს „დრონი.ჯი“ - ქ. ბოლნისი, 92.4 მჰც;  
  • შპს „მედია ჯგუფი“-  ქ. ზუგდიდი, 96.3 მჰც;
  • შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, შპს „ახალი რადიო“,  შპს „კომერსანტ.ჯი“ და ფიზიკური პირი დონალდ ერნესტ ჰაუელი - თბილისი, 92.3 მჰც;
  • შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“- სოფელი იგოეთი, (კასპის მუნიციპალიტეტი) 90.5 მჰც;
  • შპს „დრონი ჯი“ - ქ. მარნეული, 96.9 მჰც;
  • ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძე - ქ. მარტვილი, 89.3 მჰც;
  • შპს „დრონი.ჯი“ და სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ - ქ. რუსთავი, 97.8 მჰც;
  • შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ - ქ. სენაკი, 97.9 მჰც.

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა ორი არაკომერციული იურიდიული პირის განაცხადის შესაბამისად:

  • ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ - ახალციხე, 100.7 მჰც; ახმეტა, 93.3 მჰც; ბათუმი, 105.4 მჰც; გორი, 105.4 მჰც; დედოფლისწყარო, 94.3 მჰც; ზუგდიდი,105.4 მჰც; თბილისი, 105.5 მჰც; ლენტეხი, 105.4 მჰც; მესტია, 105.4 მჰც; სენაკი, 88.1 მჰც; სტეფანწმინდა, 105.4 მჰც; ტყიბული, 90.4 მჰც; ფოთი, 104.7 მჰც; ქუთაისი, 87.9 მჰც; ყვარელი, 94.5 მჰც; წალკა, 105.3 მჰც; ხულო, 105.4 მჰც.
  • ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ - სოფელი დუისი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), 101.1 მჰც.

კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდება 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათამდე; მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 10 დეკემბერი, 13:00 საათი;  ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება; ხოლო კონკურსი გაიმართება 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის არხებით დაკავებული მეტრული დიაპაზონის სიხშირული ზოლების ნაწილი გამოთავისუფლდა და შესაძლებელი გახდა ამ რესურსის სრულფასოვანი გამოყენება.

კომისია აგრძელებს თავისუფალი სიხშირული რესურსის საერთაშორისო კოორდინაციასა და მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმების პროცესს, რომლის დასრულების შემდეგ დამატებით გამოაქვეყნებს სიხშირულ რესურსს და გამოაცხადებს კონკურსებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები