დეკემბერი 21, 2015 11:32

კომისიამ რამდენიმე ავტორიზებულ პირს ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო სანქცია დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რამდენიმე ავტორიზებულ პირს სანქცია დააკისრა.

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს “CTV”-ს რამდენიმე თვის განმავლობაში კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ასევე, რეგულირების საფასურის განგარიშებები. კომპანია მსგავსი დარღვევის გამო უკვე ჰქონდა მიღებული წერილობითი გაფრთხილება, ამიტომ, ამჯერად 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

შპს „პრონეტ PRONET“ ჩხოროწყუში WiFi ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირია. კომპანია არ წარმოუდგენდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და ასევე, რეგულირების საფასურის განგარიშებებს რამდენიმე თვის განმავლობაში, რის გამოც წერილობით გაფრთხილდა.

ორივე კომპანიას კომისიაში ინფორმაციის სრულყოფილად წარმოსადგენად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები