წვდომის მენიუ

აპრილი 08, 2016 17:44

კომისიამ რამდენიმე კომპანიაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20016 წლის 7 აპრილს გამართულ სხდომაზე რამდენიმე კომპანიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა.

შპს ,,ო ენდ ემ ჯგუფმა”  ნუმერაციის რესურსი ინდექსზე - 706 100 XXX (სულ  ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის უზრუნველსაყოფად მიიღო.

შპს „მობილაივმა“ ნუმერაციის რესურსი ინდექსზე - 90990-90999 (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად აიღო.

შპს ,,ევრაზიასელმა” კი  ნუმერაციის რესურსი ინდექსზე - 706 110 XXX (სულ  ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის მიიღო.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამივე ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას, გეოგრაფიული ზონა კი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები