დეკემბერი 07, 2015 14:54

კომისიამ რიგი ავტორიზებული პირები ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რიგი ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.

2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე კომისიამ შპს „09 TECH“-ის, შპს „AIR NET“-ის, ინდ მეწარმე „გიორგი ხახიშვილის“, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის, შპს „დიაპაზონის“, შპს „პერუს“, შპს „გურია-ნეტის“ და შპს „რადექსის“ საკითხი განიხილა. რვავე კომპანიას, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და/ან რეგულირების საფასურის გაანგარიშებები არ ჰქონდა წარმოდგენილი, რის გამოც სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დაეკისრათ და განესაზღვრათ ათი სამუშაო დღის ვადა სრულყოფილი ინფორმაციის წარმოსადგენად.

თითოეული გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები