წვდომის მენიუ

აგვისტო 07, 2017 18:50

კომისიამ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული შვიდი პირი წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზტიტზე ავტორიზებული შვიდი პირი გარკვეული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების მონიტორინგის დეპარტამენტმა შემოწმება საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩაატარა. შედეგად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ შვიდ ოპერატორს მომხმარებლისთვის შეთავაზებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენატაცია სრულყოფილი არ აღმოაჩნდა. დადგინდა, რომ

  1. შპს „სინემა კახეთი“  სამაუწყებლო არხებს - „იმედს“, „ობიექტივს“, „Nat Geo Wild”-ს,  „Киномикс”-ს და „Киносемья”-ს არამართლზომიერად გადასცემდა;
  2. შპს „ტელევიზია კახეთი“ სატელევიზიო არხებს „იმედი“,  „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „ენკი-ბენკი“, „Охота и рыбалка“, „Наше Кино“, „Усадьба“, „Детский“, „Шансон ТВ”, „Music Box Ru“ გადასცემდა შესაბამისი ნებართვის გარეშე;
  3.  შპს „ატას“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: “საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“,„მაესტრო“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „სილქ-უნივერსალი“, “Discovery”, “Nat Geo Wilde”, „Футбол 1“, „Футбол 2“, “TV 1000 megahit”, “Tv 1000 action”, “Кинохит”, “Мужское Кино”, “TV 1000 comedy”, „Кинопемьера“, “ORT”, “RTR планета”, “РЕН ТВ”, “TV 3”, ”Шансон ТВ”, “Домашний”, “CTC”, “Че”-ს სთავაზობდა მომხმარებლებს უკანონოდ;
  4.  ინდ. მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ კი სატელევიზო არხებს  „TВ2“, „СТС“, „Россия 1“, „იმედი“, „Кино ТВ“, “РЕН ТВ”, „ОРТ“,  „ობიექტივი“, „Футбол 1“, „Киномикс“, “Eurosport 1”, „Кинопоказ“, „2X2“, “Звезда”, “THT”, “THT4“, „HTВ“ გადასცემდა არამართლზომიერად;
  5.  ინდ. მეწარმე „მევლუდი ჯანაშვილს“ საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი  სატელევიზიო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი დაუდგინდა: „Карусель“, „Пятница“, „Звезда“, „РЕН ТВ“, „RU TV“,  „იბერია“, „იმედი“, „СТС“, „TВ3“.
  6. შპს „ტელეკომპანია დია“ სატელევიზიო არხებს „სილქ უნივერსალი“, „Бестселлер“ და „Кинохит“-ს გადასცემდა არამართლზომიერად;
  7. შპს „ავეტი“ კი  სატელევიზო არხებს „THT“, „Ю TV“, „Че”, „МУЗ ТВ”, „Карусель“, „Animal planet”, „Discovery”, „Discovery science”, „DTX”,  „National Geographic”, „Nat Geo Wilde”,  „TV 3”, „Армения”, „Шохакат”, „h2”,  „Шант”,  „Кентрон”,  „Еркир”, „Армения 1”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „აჭარა“, „იმედი“, „მაესტრო“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“,   „ტელეარხი 25“ .

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული შვიდივე პირი მიწვეული იყო კომისიის სხდომაზე, კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ  შვიდივე კომპანიის შემთხვევაში დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“-ს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით,  იურიდიულ პირებს დაევალათ ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

კომისიის შვიდივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები