ივნისი 17, 2015 11:45

კომისიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ  და ფიქსირებულ ქსელში მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯებით „LRIC“-ით ურთიერთჩართვის ტარიფების მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (LRIC) მოდელი ევროპის მარეგულირებელი ორგანოების მიერ ფართოდ გამოიყენება დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფების დასადგენად. აღნიშული მოდელის გამოყენების ძირითად კონკურენტული გარემოს უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი  დანახარჯებით „LRIC“-ით ურთიერთჩართვის ტარიფების დათვლის მოდელი ექვსი თვის ვადაში უნდა შეიმუშავოს. სამუშაო პროცესში ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ოპერატორებიც იქნებიან ჩართულნი.

დეტალური ინფორმაცია მობილურ  და ფიქსირებულ ქსელში მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი  დანახარჯებით „LRIC“-ით ურთიერთჩართვის ტარიფების მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერის თაობაზე ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge), ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://procurement.gov.ge/)

 

პროექტი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები