ნოემბერი 27, 2014 18:42

კომისიამ საკაბელო ოპერატორები შპს ,,იმერ TV“ და შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ გააფრთხილა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ოპერატორებს შპს ,,იმერ TV“-ს და შპს „ტელევიზია კახეთს“ გარკვეული ქართულენოვანი და უცხოური არხების შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე რეტრანსლირების გამო სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

შპს ,,იმერ TV”-ს შემოწმება კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა 2014 წლის 22 სექტემბერს განახორციელა, კომპანია შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებდა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, “აჭარა”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ენკი-ბენკი“, „Мультимания“, “2*2”, „silk-ჰოლივუდი“, silk-კინო კოლექცია“, “silk-კინო კლასიკა”,  “silk -სპორტ ”,“silk -სპორტ 2”,“Eurosport “, ”RU TV”,  „ОРТ“, “Россия 2”,“футбол 2”, “футбол,” “Setanta sport”, “Спорт онлаин”, “Охота и рыбалка”, ”National Geographic”, ”National Geographic Wild”,  “Discovery science”, “Fashion tv”.

შპს „ტელევიზია კახეთის“ შემოწმება 2014 წლის 11 ნოემბერს განხოერციელდა, კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა უკანონოდ: „იმედი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „გურჯაანი“, „ობიექტივი“, „ტაბულა“, „TV 3“ (ქართული), „RU TV”,  „Bridge tv“.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები