აგვისტო 01, 2014 18:06

კომისიამ სამ რადიომაუწყებელს ლიცენზიის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიას ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლის ვადით გაუხანგრძლივა.

შპს „რადიოქალაქი“ ქ. ქუთაისში  107,9 მგჰც სიხშირეზე 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. კომპანიის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლის 2024 წლის 3 აგვისტომდე გაუგრძლედა.

შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიო“ 106,4 მგჰც სიხშირეზე ასევე, 24 საათიან მაუწყებლობას ახორციელებს. კომპანიის ლიცენზიასაც მოქმედევის ვადა მომდევნო ათი წლით 2024 წლის 3 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა.

კიდევ ერთ მაუწყებელს გაუგრძელდა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით, 2024 წლის 3 აგვისტომდე. ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივი“ მაუწყებლობას 24 საათის განმავლობაში ახორციელებს 105.1 მგჰც სიხშირეზე ქ. თბილისში.

კომისიის სამივე გადაწყვეტილების ვრცელია ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები