იანვარი 28, 2014

კომისიამ სამ ტელეკომპანიას არალიცენზირებული ფილმების ჩვენების გამო სანქცია დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს შპს „ტელეკომპანია გურჯაანს“,  შპს „ივერია ინტერმედიას“ , იგივე „ენკი-ბენკი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ არალიცენზირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო სანქცია დააკისრა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სამივე ტელეკომპანიას დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება და დაევალათ მხოლოდ ლიცენზირებული ტელეპროდუქციის განთავსება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში.

სამივე ტელეკომპანიაზე დაკისრებული სანქციის შესახებ გადაწყვეტილება, იხილეთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები