აგვისტო 22, 2014 18:11

კომისიამ სამ ტელეკომპანიას სანქცია დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს შპს „I სტერეოს“, ააიპ ,,მედია ცენტრ ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ეკომს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

სამივე ტელეკომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია არ წარმოუდგინა, რითაც შეაფერხა კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გაშუქების კანონმდებლობით განსაზღვრული მედიამონიტორინგის ფუნქციის განხორციელება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები