წვდომის მენიუ

ივნისი 08, 2017 13:54

კომისიამ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომისიის აპარატის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

ეს პოზიციებია:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობა;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობა;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანი  სპეციალისტის  ვაკანტურ თანამდებობა.

სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსანტთა დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 ივნისის ჩათვლით. კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://gncc.ge/ge/news/vakansiebi

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები