წვდომის მენიუ

ოქტომბერი 31, 2016 18:31

კომისიამ „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სამაუწყებლო ბადეში  პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.

დადგენილების მიღებას საფუძვლად  დაედო “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანხმადაც, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსონ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად,  2016 წლის პირველ ნოემბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი უნდა დაემტკიცებინა.

„სამაუწყებლო ბადეში  პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები