აგვისტო 29, 2018 10:17

კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო  არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დღეს, 2018 წლის 29 აგვისტოს  დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში კომისია 24 საათიან რეჟიმში,  40-ზე მეტ ტელეარხს და 40-მდე რადიო მაუწყებელთან ერთად (მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია), ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც  გაუწევს მონიტორინგს.

2018 წლის საპრეზიდენტო  არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, კომისიის მიერ სპეციალურად შერჩეული მონიტორები განახორციელებენ.  წინასაარჩევნო პერიოდში მედიას სულ 29 მონიტორი დააკვირდება.

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წინა საარჩევნო რეკლამა, წინა საარჩევნო დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ასევე, წინა საარჩევნო აგიტაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები