მაისი 01, 2014

კომისიამ საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ სამაუწყებლო ლიცენზიის აღდგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ სამაუწყებლო ლიცენზიის აღდგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიამ საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების საფუძველზე დაიწყო. პარლამენტის ეს დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (საანგარიშო პერიოდი: 2013 წლის 1 მაისი - 2013 წლის 1 ნოემბერი) საფუძველზე იქნა მიღებული.

ტელეკომპანია „ობიქტივის“ სამაუწყებლო ლიცენზიის აღდგენის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 5 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან ათი სამაუშაო დღის ვადაში მიიღებს. სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები