წვდომის მენიუ

ივლისი 07, 2017 12:56

კომისიამ სენაკში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” განცხადების საფუძველზე სენაკში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

ტელეკომპანიას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია სტუდიიდან სენაკის სატელევიზიო ანძამდე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის სჭირდება.  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  399.60  ლარით განისაზღვრა, აუქციონის ბიჯი  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე - 20.00  ლარს შეადგენს.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 21 ივლისის 17:00 საათამდე იწარმოებს. სააუქციონო სხდომა 2017 წლის 10 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები