წვდომის მენიუ

აპრილი 08, 2016 17:42

კომისიამ შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ელექტრონულ-საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის გამო მოქალაქე დ. ქ. 5 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბიმისი ლიცენზიისა და ავტორიზაციის გარეშე ელექტრონულ-საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის გამო საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1441 მუხლით გათვალისწინებული  ჯარიმა  5 ათასი ლარის ოდენობით მოქალაქე დ. ქ. დააკისრა.

დ. ქ. 2015 წლის 3 სექტემბერს ინტერნეტ მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სს „სილქნეტის“ აბონენტს წარმოადგენს. ხელშეკრულების თანახმად დ.ქ.  გააქტიურებული აქვს სატარიფო გეგმა „ფორმულა 1“, რომელიც გულისხმობს 100მგბ-იანი ინტერნეტის მიწოდებას აბონენტისათვის, ღირებულება - 100 ლარი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დ. ქ. IP მისამართი დაფიქსირდა შპს „2აემოციას“ ორი აბონენტის  პერსონალურ კომპიუტერებში, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნულ პირებს  ინტერნეტით უზრუნველყოფდა  დ. ქ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები