წვდომის მენიუ

აგვისტო 08, 2017 17:16

კომისიამ შპს „888”-ს და შპს „ჯითიესს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსიალია იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერს თუ პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

შპს „888“-ის მიმართ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებული იყო გაფრთხილება და ჯარიმა, თუმცა კომპანიას კანონით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიაში მაინც არ წარმოუდგენია, შესაბამისად  კომისიამ მას  საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა.

რაც შეეხება შპს „ჯითიესს“, 2013 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი  აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის  ნულოვანი გაანგარიშებები, ხოლო 2015 წლის მაისის თვის შემდგომ არ შეუვსია  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რაც ასევე, ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი გახდა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორივე კომპანია საქმიანობის განახლების შემთხვევაში უფლებამოსილია ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართოს კომისიას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები