ოქტომბერი 23, 2015 15:36

კომისიამ შპს ,,აიმუვის-ჯი“-სწერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,აიმუვის-ჯი“ წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ შპს ,,აიმუვის-ჯი“-ს სანქცია რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის  და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო დააკისრა. ასევე, კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად შპს ,,აიმუვის-ჯი“-ს  ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები